დღეს ტრენინგის მეცხრე დღე იყო. გავეცანით ერთმანეთის ერთმანეთის პროექტებს, მოხდა ნამუშევრების შეფასება, შენიშვნების გათვალისწინება. ჩვენი პროექტები ავტვირთეთ ბლოგზე.
ძალიან საინტერესო და აქტიური ტრენინგი დასრულდა. ვფიქრობ ტრენინგზე მიღებულ გამოცდილებას ხშირად გამოვიყენებ.
воскресенье, 28 сентября 2014 г.
დღეს გავეცანი ფასილიტაციის ნიმუშებს, დავხვეწე პროექტის გეგმა.
суббота, 27 сентября 2014 г.
დღეს ჩვენ განვიხილეთ შეფასების ტიპები.ვისაუბრეთ და ვიმსჯელეთ, თუ როგორ უნდა შეფასდეს მოსწავლეთა ნაშრომები. გავეცანით კრიატიული შეფასების ნიმუშებს.
воскресенье, 21 сентября 2014 г.
დღევანდელ დღეს გავეცანი მოსწავლეთა ნამუშევრების ნიმუშებს. ახლა უფრო თვალნათლივ დავინახე რომელი მიმართულებით შექმნიან ჩემი მოსწავლეები თავის ნამუშევარს.
суббота, 20 сентября 2014 г.
დღევანდელი დღე საინტერესო იყო. ვისაუბრეთ დაწყვილების მეთოდებზე, რაც გამომადგება მოსწავლეთა დაჯგუფებისას პროექტზე მუშაობისას. ასევე ვისაუბრეთ საავტორო უფლებების დაცვაზე. ვისწავლეთ powerpoint-ში კოგნიტური რუკების აგება და დავხვეწე პრეზენტაცია.
воскресенье, 14 сентября 2014 г.
ტრენინგი ,,პროექტებით სწავლება" მნიშვნელოვანია ჩემთვის, ტრენინგზე მიღებული ცოდნა დამეხმარება მომავალში, რათა ურო დახვეწილი და სრულფასოვანი პროექტი წარმოვადგინო. დღევანდელი დღეს გავეცანი შეფასების ინსტრუმენტებს, რაც ძალიან დამეხარება პროექტის განხორციელებისას მოსწავლეთა შეაფებისას.